დაგვიტოვეთ ნომერი და დაგიკავშირდებით
03.07.2026

ადლისა და NEXT დეველოპმენტის პირველი ერთობლივი პროექტი ბათუმში

ადლისა და NEXT დეველოპმენტის პირველი ერთობლივი პროექტი ბათუმში

ადლისა და NEXT დეველოპმენტის პირველი ერთობლივი პროექტი ბათუმში

სამშენებლო კომპანია „ადლიმ“, ქალაქ ბათუმში, თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსის - NEXT Address - სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

“ადლი”, NEXT Address-ის მშენებლობას, დეველოპერული კომპანია NEXT-ის დაკვეთით ახორციელებს და პროექტი 124 119 მ²-ის მონოლითურ სამუშაოებს მოიცავს.

სამშენებლო მოედანზე, ამ ეტაპზე, პირველი ბლოკის კომერციული სართულის მონოლითის მოწყობა და მესამე სართულის ვერტიკალური კონსტრუქციების მონტაჟი მიმდინარეობს.

ADLI სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. მონოლითური მშენებლობისას როგორც გადახურვის ფილებისთვის, ასევე ვერტიკალური კონსტრუქციებისთვის, გერმანული კომპანია PERI-ის საყალიბე სისტემებს იყენებს, მათ შორის ALPHADECK-ს, HANDSET Alpha-სა და DUO-ს.

NEXT Address შედგება 3 ბლოკისგან და აერთიანებს თანამედროვე აპარტამენტებსა და ბიზნეს ცენტრს. 

NEXT-ის პორტფელი მოიცავს გამორჩეულ საცხოვრებელ და ბიზნეს კომპლექსებს, ხუთვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს Radisson Hotel Group-თან და Wyndham Hotels & Resorts-თან ერთად, პრემიუმ კლასის კურორტებს, ვილებს, აპარტ-ოტელებსა და ბიზნეს ცენტრებს.

ADLI-სა და NEXT-ის თანამშრომლობა 2026 წელს დაიწყო და NEXT Address-ი არის პირველი პროექტი, რომელზეც კომპანია „ადლი“ მონოლითურ სამუშაოებს აწარმოებს.

Adli banner
Adli banner