ადლი

ისტორია

2015 წელს, ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობების დაწყების მიზნით, ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანია „ადლი“ გამოჩნდა.

კომპანიის პრიორიტეტებია - დაკისრებული მოვალეობების გონივრულ ვადაში შესრულება და მაღალკვალიფიციური/კონკურენტუნარიანი კადრების არსებობა, რაც შესრულებული სამუშაოების ხარისხს განაპირობებს.

კომპანია „ადლის“ მიზანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტით დადასტურებული ხარისხით პოზიციონირება.

2015-2017 წლებში "ადლის" საქმიანობის სფერო 9 მიმართულებას მოიცავდა: კარკასული მშენებლობა; სარემონტო სამუშაოები; ფასადის მოწყობა; თერმო და ხმის იზოლაცია; ბრტყელი გადახურვა; მწვანე გადახურვა; საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი, დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

2018 წლიდან კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დაიმატა და მომხმარებლებს არქიტექტორული მომსახურება შესთავაზა.

„ადლი“ არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია, სწორედ ამიტომ, ის მომხმარებელს მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენთვის კომფორტული, უსაფრთხო და ხარისხიანი გარემოს შექმნაზე!

 

ისტორია