კომპანია ადლმა მორიგი ახალი პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
მრავალფუნქციური კომპლექსი, „ტერასა პარკ რეზიდენსი“, გაბრიელ სალოსის გამზირზე შენდება.
კომპანია ადლის გუნდის მიერ ქვაბულის მოწყობისა და ხიმინჯების გამაგრებითი სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. იწყება მზადება ბეტონისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებისთვის.
პროექტის სამშენებლო ფართობი 117 281 კვ.მ-ია.
„ტერასა პარკ რეზიდენსი“ 6 საცხოვრებელ კორპუსს, კომერციულ ფართებს, გამწვანებულ ეზოს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.
მრავალფუნქციური კომპლექსი დაპროექტებულია 60-65 და 80-85 კვ.მ. ბინებით.
კომპანია ადლი სამშენებლო სამუშაოებს „ტერასა ჯგუფის“ დაკვეთით ახორციელებს.