დაგვიტოვეთ ნომერი და დაგიკავშირდებით
08.06.2026

UG-ის მორიგი ვიზიტი ადლის სამშენებლო ობიექტზე

UG-ის მორიგი ვიზიტი ადლის სამშენებლო ობიექტზე

ადლი აგრძელებს მომავალი პროფესიონალების მხარდაჭერასა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, სწორედ ამიტომ, კომპანია ადლმა სტუდენტების მორიგ ვიზიტს უმასპინძლა.

სამშენებლო მოედანზე, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტები, სამუშაო პროცესებს გაეცნენ. ამჯერად, ვიზიტორებს, ადლის სამშენებლო ხარისხის კონტროლის მიმართულების ხელმძღვანელმა - ვასილ გოგბერაშვილმა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა - გუგა კალანდაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტი ტრადიციულად საინფორმაციო-პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა, UG-ის არქიტექტურის სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სამშენებლო მოედანზე მუშაობის სპეციფიკასა და ყველა იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომლის დახმარებითაც მშენებლობის თითოეული ეტაპი იმართება.

კომპანია ადლის წარმომადგენლის გუგა კალანდაძის შეფასებით -“კომპანიის პრიორიტეტია გავუზიაროთ ცოდნა ახალ თაობებს, რომელიც პოზიტიურ წვლილს შეიტანს მათ კარიერულ განვითარებაში.”

ობიექტზე ვიზიტი დადებითად შეაფასა საქართველოს უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების ლექტორმა, მარიამ ქანთარიამ - “მოხარული ვარ, რომ ვიზიტი შედგა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს ქონდეთ წვდომა იმ პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რასაც სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები ეწოდება. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი, ინფორმატიული და ეფექტური შეხვედრა გამოვიდა”.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ადლი UG-ს სტუდენტებს პერმანენტულად მასპინძლობს და აცნობს თანამედროვე ტენდენციებს მშენებლობაში. 

Adli banner
Adli banner