სამშენებლო კომპანიამ „ადლი“ ახალი პროექტის, 13 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი 20955 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელ სახლებთან ერთად, საპარკინგე სივრცე და კომერციული ფართები განთავსდება.
ობიექტის მშენებლობა გერმანული კომპანია PERI-ს თანამედროვე სისტემებით მიმდინარეობს.
პროექტი დიდ დიღომში, მირიან მეფის 49 ნომერში მდებარეობს.
მშენებლობას კომპანია “ადლი” შპს „ბინაკოს“ დაკვეთით ახორციელებს.