02.12.2022

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad)

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
** მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენა/შესრულება;
** სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
** სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2022 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/ka

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

CV-ს ატვირთვა

Adli banner
Adli banner