დაგვიტოვეთ ნომერი და დაგიკავშირდებით
03.02.2026

ვაკანსია საწყობის ოპერატორის პოზიციაზე

სამშენებლო კომპანია  „ადლი - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია,  ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეებისა და პერიმეტრის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში  განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; 
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანიაადლი - ში ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო ობიექტზე  საწყობის ოპერატორის“-ს პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტზე მიღებული მასალის/ინვენტარის ვიზუალური დათვალიერება, გადათვლა და  შეკვეთასთან შესაბამისობის დადასტურება; დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის შეტყობინება;
  • საწყობში შემოსული მასალების/ინვენტარის შესაბამისი წესის მიხედვით დასაწყობება;
  • პასუხისმგებელი პირის მიერ მოთხოვნილი მასალის/ინვენტარის საწყობიდან გაცემა, აღრიცხვა და გამოყენების შემდგომ ინვენტარის საწყობში დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე არსებული მარაგების მართვა;
  • სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელთან ერთად, საწყობში არსებული ნაშთების პერიოდული გადამოწმება; დადგენილი საჭიროებების საფუძველზე პროგრამულად მოთხოვნის ფორმირება და შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია;
  • საწყობის სისტემატური ინვენტარიზაცია და პროგრამაში არსებულ ნაშთებთან შედარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე/სამშენებლო ობიექტზე მსგავსი ფუნქციონალით მუშაობის გამოცდილება;
  • RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები :

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში;
  • კეთილსინდისირება, სანდოობა და დაკისრებული ვალდებულებების პასუხისმგებლობით შესრულება;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  „საწყობის ოპერატორი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა:  02 მარტი, 2026 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისთვის გადაცემას და აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადებას. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მიზნებისათვის. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისა და/ან თანამშრომლების მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, ხოლო შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული და/ან ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

CV-ს ატვირთვა

Adli banner
Adli banner