15.07.2026

გეოდეზისტი

სამშენებლო კომპანიაადლი- ში  ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს „გეოდეზისტის“ თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი:  სრული.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :

  • ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავება;
  • GPS  ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება;
  • ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
  • სქემატური ნახაზების შედგენა;
  • აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
  • შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
  • სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
  • ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა თანამდებობასთან დაკავშირებული  მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ან/და პროფესიული სასწავლებლის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები :

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : [email protected]  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  „გეოდეზისტი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 15 აგვისტო, 2026წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ , კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !

Send us your CV

Upload CV

Adli banner
Adli banner