18.04.2023

როგორ შევარჩიოთ განათება სწორად?

ინტერიერის დიზაინი სივრცის დანიშნულების მიხედვით იგეგმება და ნაწილდება. სივრცეზე მუშაობისას ყველა სახის კომპონენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იქნება ეს ავეჯის განლაგება, დეკორი თუ განათება.
დიზაინერი ფერისა და განათების დახმარებით სივრცის აღქმას ცვლის. გარდა ფერის, დეკორისა და ავეჯისა, ინტერიერის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს ხელოვნური და ბუნებრივი განათების გადაწყვეტა და მათი გამოყენება. ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ბუნებრივი განათება და განიავება მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
მინდა გაგიზიაროთ რჩევები და რეკომენდაციები რომელიც დაგეხმარებათ განათების სწორად დაგეგმარებში.

სამზარეულოსა და სამუშაო ოთახში რეკომენდირებულია ნათელი, მკაფიო განათება რათა გარდა იმისა რომ მაგ. საკვებ პორდუქტებს კარგად უნდა ვხედავდთ კონცენტრაციასაც უკეთესად მოვახდენთ.

  • სამზარეულოსა და სამუშაო ოთახში რეკომენდირებულია ნათელი, მკაფიო განათება რათა გარდა იმისა რომ მაგ. საკვებ პორდუქტებს კარგად უნდა ვხედავდთ კონცენტრაციასაც უკეთესად მოვახდენთ.


  • მისაღებ ოთახში  მშვიდი და თბილი განათება რომ მოდუნება და დასვენება შეძლოთ.

  • ბუნებრივი განათებიდან ხელოვნურად განათებულ სივრცეში შესვლისას დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია შემოსასვლელ სივრცეში გარდამავალი განათების გამოყენება

​​​​​​​

 

  • სასურველია, რომ საძინებელ ოთახში განათება არ იყოს მძიმე, არამედ ძალიან რბილი და მშვიდი.


  • რადგან აბაზანა ძირითად შემთხვევაში ყველაზე იზოლირებულია და შესაბამისად ჩვენს რეალობაში აქ ბუნებრივი სინათლის დეფიციტი გვაქვს აუცილებელია მასში ნათელი და მკაფიო განათების გამოყენება.


გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენ შეძლებთ სწორი განათების შერჩევით კომფორტული გარემო შეიიქმნათ.

როგორ შევარჩიოთ განათება სწორად?
Adli banner
Adli banner