30.11.2023

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ადლის სამშენებლო ობიექტზე

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ადლის სამშენებლო ობიექტზე

ბელიაშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციური პროექტის მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის, III კურსის სტუდენტები გაეცნენ.
სტუდენტებს სამშენებლო კომპანია „ადლის“ მთავარმა ინჟინერმა - ზურაბ რუსიამ უმასპინძლა.
ინჟინერმა, ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებთან მშენებლობის პროცესი მიმოიხილა და ობიექტზე გამოყენებული სამშენებლო მასალები გააცნო.
ზურაბ რუსიამ განსაკუთრებული ყურადღება საყალიბე სამუშაოებსა და PERI-ს სისტემა ALPHADECK-ზე გაამახვილა, რომელსაც კომპანია ადლი მშენებლობისას იყენებს.
ვიზიტს, სტუდენტებთან ერთად, UG-ს ლექტორი, ლალი შოშიაშვილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ადლი UG-ს სტუდენტებს ყოველწლიურად მასპინძლობს და აცნობს თანამედროვე ტენდენციებს მშენებლობაში. 

Adli banner
Adli banner