18.10.2023

ადლის HR სამსახურის წარმომადგენლები, EXPO JOB-ზე, სამუშაოთა მაძიებლებს შეხვდნენ

ადლის HR სამსახურის წარმომადგენლები, EXPO JOB-ზე,  სამუშაოთა მაძიებლებს შეხვდნენ

კომპანია ადლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა, HR HUB-ის ორგანიზებულ ფესტივალზე, კომპანიაში აქტიური ვაკანსიები წარადგინა. 

ღონისძიების ფარგლებში, სამუშაოთა მაძიებლებმა ინტერესი შემდეგი მიმართულებებით გამოხატეს: სამშენებლო პროექტების მენეჯერი, დამხმარე სამუშაოთა მწარმოებელი, ელექტრიკოსი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხარჯთაღმრიცხველი, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი.

ღონისძიებაზე ვაკანსები 50-მდე კომპანიამ წარადგინა და ფესტივალს 10 000-მდე დაინტერესებული კანდიდატი ესტუმრა. 

დასაქმების ფესტივალი EXPO JOB განათლების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. 

შეგახსენეთ, რომ ადლი სამშენებლო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით 2015 წლიდან ახორცილებს და კომპანიაში დასაქმებულთა ციფრი მუდმივად მზარდია.

Adli banner
Adli banner