კომპანია სოლის დაკვეთით, ადლმა, ბალანჩინის ქუჩაზე, ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყო.
ამ ეტაპზე ობიექტზე ქვაბულისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე რკინა-ბეტონისა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ჯამში 17 500 კვ. მეტრ ასაშენებელ ფართს მოიცავს და 2 მიწისქვეშა და 2 მიწისზედა სართულს აერთიანებს.
კომპანია ადლი სამუშაოებს, კარგად გამოცდილი, გერმანული სტანდარტებით ახორციელებს. სამშენებლო პროცესში კი გერმანული კომპანია PERI-ს საყალიბე სისტემებსა და მასალებს იყენებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ადლი ქართულ ბაზარს, მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს:
სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, რემონტი, ჰიდრო და თბოსაიზოლაციო სამუშაოები, ფასადის მოპირკეთება, კოშკურა ამწეების, სამგზავრო-სატვირთო ლიფტებისა და კალათების მონტაჟი/დემონტაჟი, მეტალის ნაკეთობების დამზადება, გეოდეზიური მომსახურება და სხვ.