დიზაინერები ყოველ წელს გვთავაზობენ ახალ ტრენდულ ფერებს, რომლებსაც არამარტო ინტერიერში, არამედ შეხვდებით როგორც ტეკნიკაში ასევე ტანის სამოსშიც.
ეს ფერები დაგეხმარებათ შექმნათ ახალი განწყობა თქვენს სახლში და გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალიზმი, რაც ნამდვილად გააოცებს თქვნს სტუმრებს.
ეს არის მდიდრული მუქი წითელი ფერი, რომელიც თქვენს ოთახს შემატებს სიღრმეს და სიმყუდროვეს.
ეს ფერი საოცრებებს მოახდენს ნებისმიერი სივრცისთის, იქნება ეს დიდი თუ პატარა ოთახი.
პატარა ოთახში შექმნის მყუდრო გარემოს ხოლო დიდ სივრცეს მდიდრულ და მაღალი კლასის ელფერს შემატებს.
არის კლასიკური ყვავილების გამოსახულება, რომელიც სიმბოლურად წარმოადგენს ისტორიული სილამაზის აღდგენას.
ეს გამოსახულება ახალ სიცოცხლეს იძენს თანამედროვე ფერებთან და მასალებთან კომბინაციაში, რაც გარემოს საკმაოდ საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
თბილი ყვითელი ღრმა და მდიდრული ფერია, ოთახს თბილ და ოდნავ მიწიერ ტონს მატებს.
ეს ფერი ძალიან მრავალმხრივია იმით რომ მას თანამედროვე სახლებში სითბო და ფერი შემოაქვს, ხოლო ძველ სახლებში მის ისტორიულობას უსვამს ხაზს. ეს ფერი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა და ახლაც აქტუალურია.
გახლავთ მარჯნისფერი ელფერი, რომელიც უფრო მეტად ვარდისფრადაა შეფერილი.
ეს ფერი თქვენს სახლში თამამ ხაზგასმას გააკეთებს რადგან არის ძლიან თამამი და ქარიზმატული ფერი.
რადგან ფერები თქვენს ხასიათსაც ასახავს ეს ფერი ასევე ხაზს გაუსვამს თქვენს გამბედაობასაც.
ჟოლოსფერი წითელი შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებით აქცენტებად ან გამოიყენოთ მთლიან სივრცეზე.
შემდეგი 2023 წლის ტრენდული ფერი გახლავთ რედენდ პონთ, ის არის თბილი კრემისფერისა და ვარდისფერის ნაზავი რომლიც რუჯთანაც ასოცირდება.
ეს ფერი არის ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებით თბილი ტონით გამოირჩევა ცივ ფერებთან კომბინაციაში.
ის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეიტრალურ აქცენტად ნებისმიერ სივრცეში.
ბოლოს ჩემი ერთერთი ფავორიტი ფერი წლის ტრენდული ფერებიდან გახლავთ თბილი თეთრი ფერი ყველაზე ნეიტრალური და მშვიდი ფერია.
არ გაგიკვირდებათ და გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სახლის მეპატრონეებს სურთ რმათი სახლი იყოს ადგილი სადაც შეეძლებათ ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევა.
ეს ფერი კი პირდაპირ პასუხობს ამ მოთხოვნას. თეთრი ფერი ადამინებს პოზიტიურად განაწყობს და აქვეითებს სტრესის დონეს, ხელს უწყობს რელაქსაციას და განახლების განცდას.
თეთრი ეს მდიდრული და მრავალმხრივი ტონია რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც თქვენი სახლის საფუძველი.