25.11.2021

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი

    საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს სამშენებლო კომპანია „ადლმა“ დასრულებული პროექტის, 12 სართულიანი  საცხოვრებელი სახლის ობიექტზე უმასპინძლა.

  კომპანია „ადლის“ წარმომადგენელმა - ჰამრაზ ჟამერაშვილმა სტუდენტებს  პროექტზე ჩატარებული სამუშაოები გააცნო და სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუდენტები მშენებლობის დროს გამოყენებული „პერის“  საყალიბე სისტემების მახასიათებლებს გაეცნენ, როგორიც არის ALPHADECK, DUO და LIWA.
  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს
  შეგახსენებთ, რომ  პროექტი დიდ დიღომში, მირიან მეფის #49 მდებარეობს.

 

Adli banner
Adli banner