02.12.2022

კომერციული მენეჯერი

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00სთ
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1ა.

ძირითადი მოვალეობები:

** დეველოპერებთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება;
** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე;
** კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
** გამოცხადებული ტენდერებისა და პროექტების მოძიება და ანალიზი;
** რელევანტური პროექტების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** სატენდერო შეთავაზებების, დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების შემდგომი მართვა;
** ბაზრის კვლევა სამშენებლო მიმართულებით;
** არსებულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და კომპანიის მხრიდან მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო მიმართულებით)
** მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** პროექტის შეფასების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2022 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

CV-ს ატვირთვა

Adli banner
Adli banner