19.04.2023

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები

ინტერიერის დიზაინში ტენდენციები ისეთივე აქტუალური თემაა, როგორც მოდა ტანისამოსის შერჩევისას.

ახალი ტენდენციები ყოველწლიურად იჩენს თავს, ტრანსფორმაციას განიცდის ძველი და ცოცხლდება კარგად დავიწყებული.

დღეს ვისაუბრებთ 2023 წლის ყველაზე აქტუალურ სტილზე.

წელს ყველაზე ტრენდული სკანდინავიური, მინიმალისტური, ქანთრი და ინდუსტრიული მიმართულებებია. ამასთანავე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბუნებისგან შთაგონებულ ფერებს ხისა და ტექსტილის ფაქტურით, ბუნებრივ ქვას, შეუღებავ ხეს და ა. შ.

აქტუალურია ძვირფასი მასალებისა და ქვების ფერები, ისინი ინტერიერს ელეგანტურობასა და დახვეწილ ელფერს სძენს. ასევე შეხვდებით ტექსტურირებულ და სამგანზომილებიან ფილებს. დაწყებული იატაკიდან, საშხაპე სადგომებით, ბუხრით და მთლიანი კედლებით დამთავრებული.

 

ტექსტურირებული ფილები ნებისმიერ ზედაპირს აძლევს ორგანულ, ხელნაკეთის შეგრძნებას და ინარჩუნებს დახვეწილობას.

რეტრო სტილი - ვინტაჟური ნივთები ჰარმონიულად ავსებს თანამედროვე ინტერიერს. განსაკუთრებით აქტუალურია 70-იანი წლების სტილი. მას სახლში პოზიტივი და სიმყუდროვე შემოაქვს. კარგი იქნება თუ დეკორში უპირატესობას ხელნაკეთ ნივთებს და სლაიდურ კარებებს მიანიჭებთ. (ფერადი მინებითა და ფერადი ჭურჭლით).

წრიული ფორმები - გეომეტრიული ფიგურები წელს ინტერიერში განსაკუთრებული  პოპულარობით ისარგებლებს.

შეარჩიეთ ჭაღები თუ ჟურნალის მაგიდები, რაც შეიძლება მეტი წრეებით. მაგალითად დიდი ზომის მურანოს ჭაღის ნახვა ნეიტრალურ თანამედროვე სივრცეში განსაკუთრებით სასიამოვნოა.

აქტუალურობას იძენს მომრგვალბული კარის ჩარჩოები, თაღები. ისინი გამოხატავს ძველი სამყაროს არქიტექტორულ ეპოქას და სივრცეში უდროობისა და სირბილის განცდა შემოაქვს.

როგორც ვიცით, ბუნებრივი სინათლე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ინტერიერში. წელსაც განახლებულია აქცენტი ბუნებრივი განათების მაქსიმალიზაციაზე - დიდი შიშველი ფანჯრებით, თეთრითა და ამრეკლი ზედაპირებით.

კარგი იქნება ფანჯრების გაფორმება და მოპირკეთება რომაული ჩრდილებით. ეს დეტალები ფანჯრებს უფრო პერსონალიზებულს და მარტივს ხდის.

და ბოლოს, სახლის მოწყობისას ყველაზე მნიშვნელოვანია ტრენდული დეტალები სწორად გამოიყენოთ, რომ შეიქმნათ კომფორტული და პრაქტიკული გარემო.

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები
Adli banner
Adli banner